დღეს უნდა მოგიყვეთ,როგორ აღმოვაჩინე მილანის ერთ-ერთ ფეშენებელურ კორპუსში,ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

დღეს უნდა მოგიყვეთ,როგორ აღმოვაჩინე მილანის ერთ-ერთ ფეშენებელურ კორპუსში,ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი

მილანში ჩამოვედი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ცნობილი იტალიელი მომღერლების პიარ მენეჯერთან სააგენტოში მაქვს შეხვედრა. მივუახლოვდი შენობას, ვხედავ საკმაოდ მაღალი დონის საცხობრებელი კორპუსია. აი ზარი უნდა დავრეკო და ვცდილობ, ამოვიკითხო მენეჯერის სახელი. ამ დროს პირველ ნომრად სიაში, ქართული გვარი წერია – ქეშიკაშვილი. ვაკვირდები რამდენიმეჯერ და ჩემთვის ვფიქრობ,ხომ არ მეშლება. აქ როგორ,რანაირად. ნეტავ ვინ არის….ზუსტად ვიცი და უკვე ვგრძნობ, რომ ამ კორპუსში ცხოვრობს ვინმე საკმაოდ წარმატებული ქართველი. მასთან დაკავშირებას ვცდილობ, ზარის დარეკვას,თუმცა ვერ ვახერხებ. ამ დროს, ჩემი გასაუბრების დროც მოვიდა და უცნობ ქართველთან შეხვედრაც გადაიდო.. როგორც კი შეხვედრა დასრულდა, სადარბაზოში გამოსულმა, დაცვის სამსახურს მივადექი და ვთხოვე დავეკავშირებინე იმ ქართველთან, რომელიც მათი კორპუსის მაცხოვრებელია.

ტელეფონზე ზარია- “აქ ქართველი გოგონაა,ამბობს ჟურნალისტია და შენთან შეხვედრა სურს” . როგორც აღმოჩნდა მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩემთან შეხვედრამდე თურმე ფიქრობდა, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრა არ ჩამინიშნიაო.

დაცვას ვეუბნები – “ის მაინც მითხარით, ბიჭია თუ გოგოა, ან იქნებ სულაც ქალბატონია. “ბიჭია,ახალგაზრდა ბიჭია”

მე მოუსვენრად სადარბაზოში აქეთ-იქეთ დავდივარ და ველოდები ვინ გააღებს პირველი სართულის პირველ კარებს. კარი იღება და ვხედავ გამოდის საკმაოდ ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდა. მისალმება და მასთან ჩახუტება ერთი იყო. არ ვიცი, საიდან დამებადა ეს სიამაყის განცდა,რომელმაც მასთან ბუნებრივი ემოციები გამაზიარებინა.

“როგორ ხართ? მე ქეთი ვარ, ქართველი ჟურნალისტი. შეხვედრა მქონდა და თქვენი გვარი ვნახე. გვერდი ვერ ჩავუარე და თქვენი გაცნობა გადავწყვიტე. აი იმ დერეფანში ვიყავი “The kolors”-სთან შეხვედრაზე. ამ დროს მის სახეზე, შეინიშნება ძალიან ბევრი ემოცია ერთად. სიხარული,ბედნიერება,გაოცება და დაბნეულობა. მე ივანე ვარ ქევხიშვილი. 12 წელია რაც იტალიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ.მილანის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის დიზაინერი ვარ. ამ ყველაფერს ამბობს,თანაც ისეთი თავმდაბლობით, რომ ამან კიდევ უფრო მეტად აღძრა ჩემში სიამაყის გრძნობა. ამასთან მიბოდიშებს, რომ სახლის ფორმით უცებ გამოვიდა ჩემთან შესახვედრად. ჩემთვისაც და მისთვისაც გაუზრებწლი და მოულოდნელი იყო ერთმანეთთან შეხვედრა. საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალეთ და უახლოეს მომავალში,ინტერვიუც დავგეგმეთ. მინდა, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ნიჭიერი,წარმატებული და ინტეგრირებული ახალგაზრდა ვნახო ამ უცხო მიწაზე. ისე მიხარია ყველას წარმატება,როგორც საკუთარი თავის. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანი იქნება. ქართულ-იტალიური ტელევიზიის მიზანი სწორედ ეს არის, იტალიელებს გააცნოს, რაც შეიძლება მეტი წარმატებული ქართველი და გააცნოს საქართველოს კულტურა და ტრადიციები.

14/03/2024

იტალია,მილანი

პოსტს სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა აქვეყნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023