სამწუხაროდ, საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია, ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარსდგა და შეასრულა სიმღერა Freedom — თავისუფლება.
სანახაობრივი ნომერი ქორეოგრაფიულად გააფორმა ლეგენდარულმა ანსამბლმა „ერისიონმა“, რამაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა გამოსვლა!


მეორე ნახევარფინალიდან ათეულში მოხვდა:
ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა, საბერძნეთი.
ფინალური შოუ გაიმართება 17 მაისს, სადაც 26 ქვეყანა წარსდგება.

