შესაძლებლობა მქონდა ტელე-ჟურნალისტიკა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე შემესწავლა. იქნებოდა ეს უცხოელი მწერლების წიგნების განხილვა, მიმდინარე ამბებზე ტექსტის მომზადება თუ გადმოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. საბავშვო ტელევიზია „ინკოგნიტოში“ შევისწალე მხატვრული კითხვაც, ზურა ნიჟარაძესა და ზეინაბ წულუკიძესთან. ამის შემდეგ იყო პროფესიული არჩევანი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, კერძოდ ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის შემდეგ ჯერ კიდევ ბავშვობაში არჩეულ პროფესიას დავუბრუნდი და 2015 წლიდან სპორტული ჟურნალისტი გავხდი. წლების განმავლობაში სხვადასხვა საიტებზე ყოველდღიურად სპორტის სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ვწერდი და ვაანალიზებდი გუნდებისა თუ სპორტსმენების მიღწევებს. ონლაინ მედიაში მწერლის პოზიციიდან მალე წამყვანად ვიქეცი და კვირაში ათასობით მაყურებელთან ლაივ რეჟიმში სპორტზე ვსაუბრობდი. ამ გამოცდილებების ფონზე ახალი ნაბიჯი ტელევიზია იყო.
უდიდესი პასუხისმგებლობა და მიზანია გახდე ჟურნალისტი, რომელსაც ენდობიან და სიამოვნებით უსმენენ. ეს ისტორია 1 წლის წინ დაიწყო და დღეს ოფიციალურად ტელეკომპანია „POS TV“-ის საინფორმაციო სამსახურის საერთაშორისო ამბების ჟურნალისტი ვარ.
მოხარული ვარ, რომ “KN TV”-ის გუნდის წევრი ვხდები და კიდევ ერთ საინტერესო ფურცელს ვიწყებ. ჩემი ყოველკვირეული გადაცემა გაჯერებული იქნება მაყურებლისთვის საინტერესო ინფორმაციებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენების შესახებ. მოგიყვებით მათი ცხოვრების საინტერესო დეტალებს მოედანზე და მოედნის გარეთ.
შევხვდებით ყოველ ხუთშაბათს,იტალიის დროით 20:00 საათზე, საქართველოს დროით 23:00 საათზე,ჩემს საავტორო გადაცემაში „სპორტის სამყარო მარიამ სებუასთან ერთად“.სპო