ჩემს შესახებ - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

ჩემს შესახებ

KN TV

ინტერნეტ ტელევიზია KN TV  გახლავთ მედიასაშუალება და იგი მაუწყებლობას ქართულ,იტალიურ და ინგლისურ ენებზე იწყებს. ტელევიზიას აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს მიაწვდინოს ნებისმიერი ინფორმაცია პირდაპირი ეთერის მეშვეობით.მისი მთავარი დანიშნულებაა, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინფორმირება ნებისმიერ საინტერესო საკითხზე, საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და რაც მთავარია,ეს იქნება მეგობრობის ხიდი,რომელიც საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან დააკავშირებს.

მედიაჰოლდინგი იტალიაში 2023 წლის 15 იანვარს დაარსდა , რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ,ქეთი ნოგიევა,საქართველოსა და ემიგრაციაში მრავალი განხორციელებული პროექტების ავტორი.

ქეთი ნოგიევა დაიბადა1995 წლის 2 დეკემბერს. ის გახლავთ პროფესიით ჟურნალისტი,დაამთავრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი “სეუ” ,სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.მეორად პროფესიად  მარკეტინგი და მენეჯმენტი აირჩია.მას ცხხოვრებაში ბევრი რთული პერიოდის გავლა მოუწია,ყველაზე მძიმე ეტაპი კი მისთვის 2015 წელი-დედის გარდაცვალებაა.სწორედ ამიტომ,მან გადავწყვიტა ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა და დაეწყო ბრძოლა დასახული მიზნების რეალიზაციისთვის.15 იანვარი,ინტერნეტ ტელევიზიის დაფუძნების თარიღი,სწორედ დედის ხსოვნას ეძღვნება.

.

2011 წელი

ტელეკომპანია ,,მეცხრე ტალღა” სტაჟიორი ჟურნალისტი

2014 წელი

გადაცემა ,,განსხვავებული თემების’’ ჟურნალისტი და პროდიუსერი ონლაინ ტელევიზიის პლატფორმაზე.

2016 წელი

საავტორო გადაცემა ,,მომავლის გზის” წამყვანი და პროდიუსერი ტელეკომპანია ,,აფხაზეთის ხმა’’-ზე.

2019წელი

 რადიო ,,საქართველოს ხმის’’ ჟურნალისტი,საავტორო გადაცემა ,,რევერსი’’-ს წამყვანი და პროდიუსერი.

2020 წელი

ტელეკომპანია “Tv Imedi”-ს ჟურნალისტი ,გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემაში “სხვა რაკურსი”.

2021-2022

“Georgia From Overseas” (“საქართველო უცხოეთიდან”) გადაცემის პროდიუსერი და ჟურნალისტი.

2022 წელი

 ,,La vita è bella” (“ცხოვრება მშვენიერია”) პირველი  იტალიურქართულ ენოვანი გადაცემის ჟურნალისტი და პროდიუსერი,რომელიც  ევროპაში საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება.

2023 წელი

ინტერნეტ ტელევიზია KN TV-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top