მე ვარ მაკა ბრეგაძე. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,უცხო ენების ფაკულტეტი,გერმანული, რუსული ენა და ლიტერატურა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ორი წელი ვიმუშავე გაეროს საინფორმაციო ცენტრში მენეჯერად, პარალელურად ვმუშაობდი ქ.ქუთაისის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაში ,კულტურული მემკვიდრეობებისა და მუზეუმების აღმრიცხველად,ამასთანავე გავიარე ბიზნესის მართვისა და ჟურნალისტიკის კურსები. რამდენიმე წელში გავხსენი ჩემი დიზაინისა და რემონტის კომპანია , ასევე მქონდა საოჯახო ბიზნესი,კერძოდ ერთ-ერთი სარეკლამო კომპანია. ყველაზე მთავარი, რაც ჩემს განვლილ ცხოვრებას დღემდე შემორჩა და მუდამ ამ სამსახურში ვიქნები, ეს არის ჩემი მამის, ხელოვანის გივი ბრეგაძის სახლ-მუზეუმის დირექტორად მუშაობა, რაც ჩემი დედის გარდაცვალების შემდეგ მერგო და სახლმუზეუმის აღორძინებას ისახავს მიზნად . ამჟამად, მე- 5 წელია ტელეკომპანია “ქართულ TV”- ში ჟურნალისტისა და სარეკლამო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, აგრეთვე ტელეკომპანიის პიარ მენეჯერად ვმუშააობ. დღეიდან უკვე ტელეკომპანია ,,KN TV”- ის ჟურნალისტიც გახლავართ, რაც დიდ სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებს . ვფიქრობ,რომ ჟურნალისტიკა დიდი პასუხისმგებლობაა ხალხისა და ქვეყნის წინაშე ,უნდა ვემსახუროთ სიმართლეს, ქვეყანას და ვეცადოთ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ჩვენს მაყურებელთან.
ინტერნეტ ტელევიზია ,,KN TV”- ის პლატფრომაზე,შემოგთავაზებთ ჩემს საავტორო გადაცემას ,,სტუმრად მაკა ბრეგაძესთან”,ყოველ ორშაბათს,21.00 სთ- ზე.
