პოეზიის საათი. - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

პოეზიის საათი.

გიორგი რამაზაშვილის რუბრიკა ,,პოეზიის საათი“

მე ვარ გიორგი რამაზაშვილი, დავიბადე 1986 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ახმეტაში.ლექსების წერა ადრეულ ასაკში დავიწყე, ვწერ, როგორც ლიტერატურული ქართულით, ასევე თუშურ დიალექტზე.გამოცემული მაქვს საკუთარი სამი პოეტური კრებული,აგრეთვე ჩატარებული მაქვს 20-ზე მეტი პერსონალური შემოქმედებითი საღამო, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ვარ არაერთი სიგელისა და ტიტულის მფლობელი,ასევე მომენიჭა საქართველოს 2020 წლის პოეტის სტატუსი. მე გახლავართ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩოხოსანი და საქართველოს მწერალთა კავშირის ღირსეული წევრი.უცხო და განსხვავებული შემოქმედების გამო, ქართული სიტყვისა და ლექსის დაუღალავი შრომისათვის,ვარ ქართველი ერისგან საზოგადო მოღვაწის მინიჭებული სტატუსის მატარებელი. ჩემი შემოქმედებიდან არაერთი ლექსით ამღერებულა ცნობილი ფოლკლორული ანსამბლები და დადგმულა ავტორის მიერ დაწერილ ტექსტებზე ქართული ეროვნული ქორეოგრაფიული ცეკვები.ინტერნეტ ტელევიზია ,,KN TV“ -ის მეშვეობით,გთავაზობთ ,,პოეზიის რუბრიკას“ თვეში ორჯერ, მეორე და მეოთხე ოთხშაბათს 20.00სთ-ზე.

მარიამ კანდელაკის რუბრიკა “პოეზიის საათი”

მე ვარ მარიამ კანდელაკი,პროფესიით ჟურნალისტი. 2017 წელს დავამთავრე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი . ინგლისური ფილოლოგია ჩემი მეორადი პროფესიაა. გარდა იმისა, რომ მეორადი სპეციალობით ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი,ასევე დავამთავრე ინგლისური ენის კურსი ქ.თბილისის “ბრიტანულ ცენტრში “ -ში, და ამით დავფარე ქალანის მეთოდის სწავლების 12 საფეხური. რაც შეესაბამება კემბრიჯის უნივერსიტეტის პირველი სერთიფიკატის (FCE) და ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციებით განსაზღვრულ( B2) დონეს. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, ტელეკომპანია „იმედში“ ( 2017 -2019 ) . ჩემი კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლიანი ბუნება ხელს მიწყობდა ამ სფეროში წარმატებას მიმეღწია, თუმცა ორი წლის მუშაობის შემდეგ დავტოვე სამსახური. მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მინდოდა ამ სფეროში მეცადა თავი, ამიტომ გავედი მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდაზე. გადავლახე არსებული შიდა ბარიერები და როდესაც დავრწმუნდი ჩემს კომპეტენციაში, ამის შემდეგ ავიყვანე მოსწავლეები. მყავს 15–მდე მოსწავლე. მოერე წელია, უკვე ამ საქმით ვარ დაკავებული. მიყვარს ლექსების წერა, პოეზია ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაქვს ჩემი საჯარო გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც დრო და დრო ვაქვეყნებ ჩემს ლექსებს. ვარ ლირიკული ჟანრის მიმდევარი.

ინტერნეტ ტელევიზია ,,KN TV“ -ის მეშვეობით,გთავაზობთ ,,პოეზიის რუბრიკას“ თვეში ორჯერ, ოთხშაბათს 20.00სთ-ზე.

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023