შეისწავლე ინგლისური მარიამ კანდელაკთან ერთად - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

შეისწავლე ინგლისური მარიამ კანდელაკთან ერთად

მე ვარ მარიამ კანდელაკი,პროფესიით ჟურნალისტი. 2017 წელს დავამთავრე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი . ინგლისური ფილოლოგია ჩემი მეორადი პროფესიაა. გარდა იმისა, რომ მეორადი სპეციალობით ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი,ასევე დავამთავრე ინგლისური ენის კურსი ქ.თბილისის “ბრიტანულ ცენტრში “ -ში, და ამით დავფარე ქალანის მეთოდის სწავლების 12 საფეხური. რაც შეესაბამება კემბრიჯის უნივერსიტეტის პირველი სერთიფიკატის (FCE) და ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციებით განსაზღვრულ( B2) დონეს. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, ტელეკომპანია „იმედში“ ( 2017 -2019 ) . ჩემი კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლიანი ბუნება ხელს მიწყობდა ამ სფეროში წარმატებას მიმეღწია, თუმცა ორი წლის მუშაობის შემდეგ დავტოვე სამსახური. მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მინდოდა ამ სფეროში მეცადა თავი, ამიტომ გავედი მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდაზე. გადავლახე არსებული შიდა ბარიერები და როდესაც დავრწმუნდი ჩემს კომპეტენციაში, ამის შემდეგ ავიყვანე მოსწავლეები. მყავს 15მდე მოსწავლე. მოერე წელია, უკვე ამ საქმით ვარ დაკავებული. მიყვარს ლექსების წერა, პოეზია ჩემი ცხოვრების ნაწილია. მაქვს ჩემი საჯარო გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც დრო და დრო ვაქვეყნებ ჩემს ლექსებს. ვარ ლირიკული ჟანრის მიმდევარი.

ინტერნეტ ტელევიზია ,,KN TV“ -ის მეშვეობით,გთავაზობთ უფასო ინგლისური ენის გაკვეთილებს,თვეში ორჯერ, პირველი და მესამე კვირის ოთხაშაბათს, 20.00 საათზე.

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top