მაია ხომერიკის საავტორო გადაცემა “სარკე” - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

მაია ხომერიკის საავტორო გადაცემა “სარკე”

პირველი გადაცემა

მაია ხომერიკის საავტორო გადაცემა ,,სარკე“

მე ვარ მაია ხომერიკი, დავიბადე და გავიზარდე ქ.ფოთში.დავამთავრე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.ცოტა მოგვიანებით,ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი,ხოლო გარკვეული წლების შემდეგ ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა.რეალურად,დრო გამოშვებით,სამივე პროფესიას ვემსახურებოდი,მაგრამ ყველაზე დიდი დრო ჟურნალისტიკას დავუთმე.თავდპირველად,ქ.ფოთის ადგილობრივ ტელეკომპანიაში დავიწყე მუშაობა,რომელიც ჩემი შემდგომი მუშაობის სტარტად იქცა.1993 წელს გავხდი საქართველოს ტელევიზიის ,,პირველი არხის” საინფრომაციო რედაქციის პროგრამა ,,მოამბის” რეგიონალურ კორესპოდენტი .10 წელი ვიმუშავე საოცრად ნიჭიერ,გამოცდილ და საქმიან ჟურნალისტთა გვერდით,რომელთაგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.ეს იყო ჩემი ცხოვრების 10 წლიანი ოქროს ხანა,რადგან, გარდა გამოცდილებისა,მან მეგობრების დიდი არმია შემმატა.ამ წლებში,პარალელურად სხვადასხვა დროს,ვიყავი 4 მერის პრეს სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2000 წელს, ფოთელებმა გამომიცხადეს დიდი ნდობა და ამირჩიეს ქ.ფოთის საკრებულოს წევრად. გარდამტეხი იქნა ჩემთვის 2003 წელი, როდესაც რეალურად ყველა სამსახურის დატოვება მომიწია.2007 წლიდან 2015 წლამდე, ყველას გასაოცრად,ისევ პირველად პროფესიას დავუბრუნდი და 7 წელი ვიყავი ,,პრივატბანკ საქართველოს” ფოთის ფილიალის მართველი.მას შემდეგ,რაც უკრაინამ დატოვა საქართველოს ბაზარი და გაყიდა აქტივები,დავრჩი უმუშევარი და სამსახურის უშედეგო ძიების გამო,იძულებული გავხდი წამოვსულიყავი ემიგრაციაში.

ამჟამად ვარ ,,KN TV” ის თანამშრომელი,კერძოდ კი, სარედაქციო პოლიტიკის ხელმძღვანელი და მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა ,,სარკე”,რომელსაც იხილავთ ყოველ ორშაბათს სამაუწყებლო არხზე www.kntvmedia.com, 18.00 სთზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top