თიკო ბეკოშვილის საავტორო გადაცემა - KN TV

ქართულ-იტალიური ტელევიზია

თიკო ბეკოშვილის საავტორო გადაცემა

მე ვარ თიკო ბეკოშვილი,პროფესიით ტელე-კინო რეჟისორი. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან საუკეთესო წლები გენიალური ადამიანების გვერდით გავატარე.მათ შემასწავლეს როგორც ტელე-კინო ხელოვნება, ასევე მომცეს მიმართულება თუ როგორ უნდა მეცხოვრა სწორად. ბედნიერი ვარ,რომ მქონდა საშუალება ბ.ნ კახა კახაბრიშვილი ყოფილიყო ჩემი პედაგოგი, რომელმაც შემასწავლა ტელე-რეჟისურა, ბედნიერი რომ მქონდა საშუალება უამრავი რჩევა დარიგება მიმეღო ოტია იოსელიანისგან, რეზო ჩხეიძისგან, გურამ დოჩანაშვილისგან და ა.შ. საკმაოდ პატარა ასაკში მივაღწიე კარიერულ დიდ წარმატებას. ვიყავი 23 წლის, როდესაც გადავიღე დოკუმენტური ფილმი “მე ვარ გოდერძი ჩოხელი”, რომელიც მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალების არაერთი პრიზიორი გახდა. მოხარული ვარ ,,KN TV“-ს გუნდის წევრი რომ ვხდები. ვიმედოვნებ ,,KN TV“-ში საინტერესო ისტორიას დავწერ და მაყურებელი შემიყვარებს.2022 წლის მაისიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შშმპ მედია პოზიტივის’’ დამფუძნებელი და დირექტორი. 2015-2022 ა.ა.ი.პ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის გაერთიანების სამსახური, თანამდებობა – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2019-2021 ტელე-რადიო კომპანია ქვემო ქართლი, თანამდებობა – საქველმოქმედო გადაცემა ,,ნატვრის ხის“ ავტორი და პროდიუსერი. 2013-2019 ინტერნეტ გამოცემა ,,GEOELITE.GE“, თანამდებობა – ჟურნალისტი. 2014-2016 წელი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, თანამდებობა – ვიდეო რეჟისორი 2014-2015 ტელეკომპანია ,,იმედი“, თანამდებობა – დილის გადაცემის საეთერო რეჟისორი. 2015 წელი ტელეკომპანია ,,GDS“ , თანამდებობა – უცხოური ამბების პროდიუსერი. 2012-2014 წლებში საგამომცემლო სახლი ,,ქართული ელიტა’’ , თანამდებობა – კორესპონდენტი. 2014 წელი დოკუმნეტური ფილმის ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელის“ რეჟისორი.

ინტერნეტ ტელევიზია ,,KN TV“- ის სამაუწყებლო არხზე,შემოგთავაზებთ ჩემს საავტორო გადაცემას ,,ემიგრანტის წერილი“,ყოველ შაბათს,20.30 სთ-ზე.

KN TV

P.IVA 03892120795
DOMICILLIO DIGITALE/PEC kntv@pec.it
Indirizzo Sede FIRENZE (FI) Numero repertorio economico amministrativo (REA) Fi-693757
KNTVMEDIA.COM DI KN TV

© KNTVMEDIA.COM – All rights reserved. 2023

Scroll to Top