მე ვარ თამარ ჯიქია, ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის” ჟურნალისტი.2002 წლიდან 2003 წლამდე აღნიშნულ ტელევიზიაში საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი. 2003-2018 წლებში შემეცნებით-გასართობი პროგრამა,,დილის” წამყვანი და ჟურნალისტი. 2014-2015წლებში შემეცნებითი გადაცემა ,,არტ კამერას” წამყვანი და ჟურნალისტი.2018-2021წლებში შემეცნებითი გასართობი პროგრამის ,,ჩვენი დღე” წამყვანი და ჟურნალისტი. დღემდე გადაცემა ,,ჩვენი დღეს” ჟურნალისტი. 2019 წელს გავიარე ქ. ქუთაისის კრეატიულ აკადემიაში ლექციების კურსი. სხვადასხვა წლებში აქტიურად ვთანამშრომლობდი პრესასთან,ასევე გავიარე ტრეინინგ კურსები სხვადასხვა ორგანიზაციებთან..
ჟურნალისტობა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია რასაც 20 წელია ერთგულად ვემსახურები. მოხარული ვარ,რომ ახლად დაფუძნებული ქართულ-იტალიური ინტერნეტ ტელევიზია ,,KN-TV”-ის ჟურნალისტი გავხდი.მე შემოგთავაზებთ კვირაში ერთხელ, ჩემს საავტორო გადაცემას ,,გზავნილი საქართველოდან”. ჩემს მიერ მომზადებული სიუჟეტები,ვფიქრობ უამრავ ადამიანს გააბედნიერებს , რადგან ძალიან კარგად მაქვს გააზრებული თითოელი ჩვენი გუნდის წევრის პასუხისმგებლობა და ერთგულება მაყურებლის წინაშე.
ჩემი გადაცემის ყურება შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს,იტალიის დროით 19.00 სთ-ზე,ხოლო საქართველოს დროით 20.00 სთ-ზე.